ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის IX კლასში, გეოგრაფიაში, მასწავლებელ ქნარიკ ქოსიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა „საქართველოს გეოგრაფია“ იყო, მიზანი კი ყველა მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეებმა გამოავლინეს მრავალმხრივი ცოდნა საქართველოს შესახებ.
„კერძოდ, მათ იციან მდებარეობა, რეგიონები, ადმინისტრაციული ერთეულებები. ბავშვებმა ასევე იციან, რომელი ქვეყნებს ესაზღვრება საქართველო როგორია რელიეფური მახასიათებელი, ჰავა, კლიმატი, რომელი ქედები, მწვერვალები, მდინარეები, ტბები არის საქართველოში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს კვების მრეწველობის მნიშვნელობაზე, მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარმოებსა და მათ მნიშვნელობაზე, სოფლის მეურნეობის მთავარ დარგებზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა კარგად იციან რეგიონების ღირსშესანიშნაობები, ნაკრძალი, კურორტი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: