სპასოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ
22-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად მოსწავლეებიც გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. 

ახლახან, მოსწავლეებმა, მასწავლებელ ვანიკ ეგოიანის ხელმძღვანელობით, გამწვანების აქცია მოაწყვეს და სკოლის ეზოში ხე დარგეს. 

მცენარის მოვლა-პატრონობაზე მოწაფეები თავადვე იზრუნებენ. 

სკოლაში მოსწავლეთა მოხალისეობრივი საქმიანობა ახარებთ და მათ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203