ციხისძირის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
22-05-2024
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულთა კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის დდი მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203