ბარეთის საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
22-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოხალისეთა გუნდი მარიამ ელოშვილის ხელმძღვანელობით ახორციელებს პროექტს - „მოხალისეობის განვითარება წალკაში“.

პროექტის ფარგლებში, 30 აპრილს სკოლას ეწვია ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი.

აღნიშნულ დღეს, სკოალში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „მშობელთა ორგანიზებული მოხალისეობა სკოლაში“. მოსწავლეები საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

ღონისძიება განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203