„ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ“ -  თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს და საზეიმო „ბოლო ზარი“ 
22-05-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა. 

იქ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს, საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობდნენ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც სასკოლო საზოგადოებამ სამახსოვრო წარწერები დატოვა. 

სკოლის დირექტორი აზა გადელია კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცვს და წარმატებას უსურვებს.

„კიდევ ერთი თაობა გააცილა თამაკონის საჯარო სკოლამ ახალ ეტაპზე, კიდევ ერთი თაობა შეემატა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა გუნდს. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების სავალ გზაზე თუ მიზნად დაისახავთ წარმატებებს, უნდა მიაღწიოთ კიდეც, მაგრამ ამ გზაზე სხვა არ გადათელოთ. ადამიანებად უნდა დარჩეთ მუდამ!
გახსოვდეთ, ბედნიერება ფუფუნება და მატერიალური ფასეულობები არ არის, ბედნიერება გარშემო საყვარელი ადამიანების არსებობაა.
მინდა იცოდეთ, რომ რწმენა ყველაზე დიდი ძალაა და სიცოცხლე შეუფასებელია. ყველაზე მეტად უნდა შეიყვაროთ, მიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ“,- წერს სკოლის დირექტორი აზა გადელია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203