დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღინიშნა 
22-05-2024
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო.

იქ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს, საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობდნენ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც სასკოლო საზოგადოებამ სამახსოვრო წარწერები დატოვა. კურსდამთავრებულებმა შემოქმედებითი ნომრებიც გამართეს.

სადღესასწაულო განწყობას შესაბამისი დეკორაციითა და ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. „
განათლება გამარჯვების საწინდარია“,- სწორედ ამ მოწოდებით გააცილეს სკოლიდან მეთორმეტეკლასელები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203