მიქავას თემის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
22-05-2024
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის პედაგოგებმა კი ისინი ემოციური და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

„სევდანარევი სიხარულით ითვლით ამ წამებს. გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება, ამასთანავე გიხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება. წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგთვლით ბავშვებად, უფრო მეტი პასუხისმგებლობები გეკისრებათ, ვიდრე აქამდე და უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები .

რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება! თუმცა მოსაწყენად არ გცალიათ - წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით!

გიყურებთ დაზრდილებს და გული მიჩუყდება... მინდა ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ, თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია.

მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ჩუმად ვადევნებ თვალს თქვენს წარმატებებს და დავტკბები“, - ვკითხულობთ პედაგოგ სუსანა შელიასა და კლასის დამრიგებელის აზა კვარაცხელიას ემოციურ წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203