მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ქიმური ექსპერიმენტები ჩატარდა
22-05-2024
მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ STEM ასისტენტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრ სალომე ქვარცხავას უმასპინძლა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთან ქიმია-ბიოლოგია ერთ-ერთი პრიორიტეტული საგნებია.

ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის დარეჯან ჭილაძის ინიციატივით, სტუმარმა მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის შემდეგი საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარა: 

1) სისხლის იმიტაცია რკინა (III)-ის ქლორიდისა და კალციუმის როდანიდის შორის;
2) ოქროს წვიმა;
3) ფერადი ვარდები;
4) ქიმიური ვულკანი;
6) ცეცხლი ბუტანის წვა;
7) სპილოს ხორთუმი;
8) ქიმიური შუქნიშანი;
9) უწვადი ფულის კუპიურა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ყველაზე მეტად მოსწავლეების ინტერესი სისხლის იმიტაციამ, ცეცხლი ბუტანის წვამ, სპილოს ხორთუმმა და ქიმიურმა შუქნიშანმა გამოიწვია. 

„ექსპერიმენტები იმდენად საინტერესო იყო, რომ მოსწავლეებმა ვერც კი იგრძნეს, როგორ გავიდა დრო. ისინი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ქიმიის შესაძლებლობებს, უცნაურ და საინტერესო მოვლენებს.
მადლობა პროექტ STEM ასისტენტს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203