ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
მე-12 კლასელები სკოლაში ტრადიციული თეთრი მაისურებით მივიდნენ და სურვილები გაცვალეს. იყო ზღვა ემოცია - მე-12 კლასელები ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებს გამოემშვიდობნენ და სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლასა და პედაგოგებს. ახალგაზრდება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეს და ზოგიერთი ეპიზოდი „გააცოცხლეს“, ბევრი იხალისეს და ერთად ყოფნით გული იჯერეს, ბოლოს კი დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექტორმა და მასწავლებლებმა თავის მხრივ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.
„ღების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის სრული კურსის დამთავრებასა და ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყებას. გვჯერა, რომ თითოეული მათგანი იპოვის თავის ადგილს საზოგადოებაში და არჩეული პროფესიით ღირსეულად ემსახურება როგორც საკუთარ კარიერულ წინსვლას, ისე ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებას“,- ვკითხილობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: