გრანდიოზული „ბოლო ზარი“ თბილისის N107 საჯარო სკოლაში
22-05-2024
თბილისის N107 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და საზეიმო განწყობა იყო. 

ამის მიზეზი კი მეთორმეტეკლასელთა „ბოლო ზარია“.კურსდამთავრებულები სკოლიდან უდიდესი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

ისინი საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობდნენ და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. რასაკვირველია, მათ ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც სასკოლო საზოგადოებამ სამახსოვრო წარწერები დატოვა. 

მეთორმეტეკლასელებმა საზეიმო ღონისძიებაც გამართეს და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. მათ სკოლაში უდიდეს წარმტებას უსურვებენ.
 
„პედაგოგიური კოლექტივი, ადმინისტრაცია, დირექცია XII კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ, სკოლის დამთავრებას!
ვუსურვებთ წუთისოფელში ღირსეულად სვლას! გადაგელახოთ ყველა ის ლაბირინთი, რომელიც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ!
მუდამ გახსოვდეთ, თქვენ ხართ ის მომავალი თაობა, რომელიც დაიცავს ქართველობას, სიწმინდესა და უძველეს ენას, ჭირგამოვლილსა და ფეხზე დამდგარს! გვეიმედებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203