ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლიდან ერთადერთი მე-12 კლასელი დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. თამარ ბედინაძისთვის სკოლის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლის თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი მე-12 კლასელი თამარ ბედინაძის ირგვლივ გაერთიანდა. სუფევდა საოცრად თბილი და ლამაზი გარემო, ზღვა ემოცია და სიყვარულით, სიხარულით გამთბარი წუთები. საზეიმო განწყობა, დალოცვა მასწავლებლებისაგან და მილოცვები მოსწავლეებისგან სიმღერით, ლექსით და ცეკვით, გულწრფელი და ემოციური მადლობით სავსე გამოსათხოვარი სიტყვა თამარისაგან და კაშკაშა ფოიერვერკი, რომელმაც დაასრულა საზეიმო ღონისძიება.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულს და უსურვებს წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას.
იხილეთ ფოტოები: