ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
ტრადიციისამებრ, ახალგაზრდები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადნენ და ერთმანეთს პერანგებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი და სახალისო ეპიზოდები გააცოცხლეს და სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ სკოლასა და მასწავლებლებს.
მე-12 კლასელებმა დირექციასა და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს გზა დაულოცეს.
„გილოცავთ ბავშვებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას წარმატებული და ნათელი მომავალი გქონოდეთ“, -აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: