დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ტრადიციისამებრ, მე-12 კლასელები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოების მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო.
იყო ზღვა ემოცია - კურსდამთავრებულებმა პედაგოგებთან ერთად სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი და სახალისო მოგონებები გაიხსენეს, რამაც დღე კიდევ უფრო ამაღელვებელი გახადა.
ახალგაზრდებმა დირექციასა და მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა კი მათ გზა დაულოცეს.
„წარმატებულ მომავალს ვუსურვებ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ ერთ თაობას დიდი სიყვარულით აცილებენ.
იხილეთ ფოტოები: