თბილისის N115 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით გრდანდიოზული ღონისძიება მოეწყო, რომელშიც ყველა - დიდი თუ პატარა ჩართული იყო.
მეთორმეტეკლასელებმა ღონისძიებაზე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, იცეკვეს, იმღერეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებაზე, უმცროსკლასელებმა მუსიკალური ნომრები წარადგინეს და ასე მიულოცეს მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება. პედაგოგებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ზეიმში - იმღერეს, სიტყვით გამოვიდნენ და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
დირექტორმა - ეკატერინე აბრამიშვილმა კი კურსდამთავრებულებს თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
ეს დღე ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: