გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის I და II კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი-ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენი მიღწევები ბუნებისმეტყველებაში“.
მოსწავლეებმა სხვადასხვა კომპლექსური დავალება: ჯანსაღი კვება, ფიზიკური ვარჯიში, ცხოველებისა და მცენარეების სასიცოცხლო გარემოს დაცვა, შეასრულეს და მათ მიხედვით, შემდგომ კლასში, როლური თამაშები გამართეს.
„ბავშვებმა ითამაშეს ჯგუფური პრინციპებით, რამაც უფრო სახალისო და საინტერესოდ წარმათა საგაკვეთილო პროცესი“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები გახდნენ და დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები დევიზით - „ჩვენ და გარემო“.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: