ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.
გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა.
მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დედამიწის გადარჩენას“ გარშემო გაერთიანდნენ და ეზოში ნერგები დარგეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ გარემოს მოვლა, მოფრთხილება სჭირდება და ეს თითოეული ადამიანის მოვალეობაა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოვლას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: