ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
მოსწავლეები კარგად იაზრებენ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია, ისიც კარგად იციან, რომ მათი როლი ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნაში უმნიშვნელოვანესია.
სწორედ ამ მოტივით, სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა იმართება, დედამიწის დღესთან დაკავშირებით კი, მოსწავლეებმა მდინარის სანაპირო დაასუფთავეს და ნარჩენებს მეორე სიცოცხლე შესძინეს.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
იხილეთ ფოტოები: