საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში ახლახან, სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ემოციებით აღსავსე, დაუვიწყარი დღე, ქართული და უცხოური მუსიკის თანხლებით წარიმართა.
თამაში წარმოადგენდა სპორტისა და მუსიკის ინტეგრირებულ ღონისძიებას დაწყებით კლასებში. ძირითად კონტექსტ- მაგალითს კი წარმოადგენდა: მოძრავი თამაშები (სიარულის, გარბენის, ხტომის, კოტრიალის, ტყორცნის, გორების).
მოსწავლეებისათვის დაცული იყო უსაფრთხოების ზომები და საჭიროებები.
მოსწავლეები ღონისძიებაში ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ბევრი იხალისეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და დირექციის მხარდაჭერა ახარებთ.
„მადლობა მოთამაშე გუნდების თითოეულ წევრს ასეთი აქტიურობისათვის, დირექციას, კოლეგებს, სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრებს, მშობლებს, ობიექტურ ჟიურის... ღმერთმა არ მოგვიშალოს ასეთი აქტიურობა და ურთიერთთანადგომა, ღმერთმა გვიმრავლოს საინტერესო ღონისძიებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: