ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი საინტერესო გამოფენაში მონაწილეობდნენ.
20 მაისს, სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებლის ჰმაიაკ გრიგორიანის და დირექტორის - ვაჰან მანასიანის ხელმძღვანელობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ვაჰან ტერიანის სახელობის ახალგაზრდობის სახლში მრავალფეროვანი გამოფენა მოეწყო თემაზე - „ვიზრუნოთ დედამიწაზე“.
გამოფენაში სკოლის მოსწავლეები თავიანთი მრავალფეროვანი ნამუშევრებით, დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნახატები შექმნეს. მათმა ნამუშევრებმა, მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გამოფენის მიზანი იყო ბავშვებში ესთეტიკური და მხატვრული უნარის განვითარება. ბავშვებმა მოკლე დროში მაღალი შედეგი დადეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: