„მე გავბედე! გაბედე შენც - დაარღვიე დუმილი!“ - საინტერესო პროექტი ხიზაბავრის საჯარო სკოლაში
23-05-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და პროექტებით. 

მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „მე გავბედე! გაბედე შენც - დაარღვიე დუმილი!“, რომლის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე ასპანიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი იყო სასკოლო და თემის საზოგადოების, ოჯახების ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხო სასკოლო გარემოს ჩამოყალიბება და პრევენციის გზების მოძიება მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით.

მოსწავლეებმა დასრულებული პროექტი პრეზენტაციის სახით წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას. პრეზენტაციაში მე-11 კლასის მოსწავლემ აღწერა ყველა ის აქტივობა, რაც განხორციელდა პროექტის ფარგლებში, როგორიცაა: ლექცია-სემინარები, შიდასასკოლო კონფერენცია, ღია საუბრების კლუბის შექმნა და ფუნქციონირება, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთან შეხვედრა, სკოლის გერბისა და დროშის შექმნა, ბუკლეტების დამზადება და გავრცელება და სხვა.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მონაწილეებმა პროექტზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს სოფელ მირაშხნის საჯარო სკოლის საზოგადოებას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა შედგა პოზიტიურ, თანამშრომლობითსა და მეგობრულ გარემოში.

საკითხზე თავიანთი ხედვა წარადგინეს ინგლისური ენის მასწავლებელმა, ანა წიკლაურმა და მოსწავლეებმა.

სკოლის საზოგადოებამ გამოთქვა სურვილი და მზაობა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. 

თანამშრომლობისთვის სკოლის წარმომადგენლები მადლობას უხდის თანამოაზრე სკოლას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203