ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა საზეიმოდ აღნიშნეს. „ბოლო ზარი“ სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
ახალგაზრდები, შთაბეჭდილებებით სავსე, ფერადი მოგონებებით მდიდარ, დაუვიწყარ პერიოდს - მოსწავლეობას, დაემშვიდობნენ და ემოციებით აღსავსეებმა დატოვეს სკოლა.
სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთსო სურვილებით გააცილეს - მე-12 „ა“ კლასი ( დამრიგებელი მართა სამაკაშვილი) მე-12 „ბ“ კლასი (დამრიგებელი თამრიკო აბუთიძე) და მე-12 „გ“ კლასი (დამრიგებელი ნინო ჯუხარიძე) და წარმატებული მომავლისკენ გზა დაულოცეს.
„დაირეკა ბოლო ზარი!
სკოლის კედლებიდან გადიან ჩვენი საამაყო მოსწავლეები. წარწერებით აჭრელებული პერანგების ზღვა იყო, კვამლსა და მუსიკის ჰანგებში გაეხვია ეზო, დამშვიდობების ტკბილი სიტყვები ისმოდა დარბაზში, ღიმილიანი სახეებით აივსო დერეფნები და საკლასო ოთახები.
დაემშვიდობნენ ჩვენს მწვანე სკოლას. ცხოვრების ფართო ასპარეზზე, თან გატანთ დიდ სიყვარულს, ცოდნას, ზნეობრივ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც თორმეტი წლის განმავლობაში იწრთობოდა, ყალიბდებოდა.
მთელი დირექცია, ყველა მასწავლებელი გილოცავთ! გზას დაგილოცავთ! ღირსეულად ემსახურეთ ქვეყანას, იარეთ მარადიული სრულყოფის გზაზე.
ვულოცავთ თქვენს საოცარ დამრიგებლებს, მათ თავიანთი სიცოცხლის ნაწილი გაჩუქეს.
მუდამ გახსოვდეთ ადამიანები, რომლებიც ზრუნავდნენ თქვენზე და ადგილი, საძირკვლის ჩამყრელი!“, - ამ ემოციური სიტყვების ფონზე, კურსდამთავრებულებმა დახურეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: