ხრეითის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
23-05-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, გუნდურ-ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

თამაშში გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები: „ყოჩაღები“ და „ნეირონები“. მათ სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ისინი, ასევე მონაწილეობდნენ საქალაქო პირველობაზე და წარმატებული ასპარეზობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ ხმარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203