თბილისის N128 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა 
23-05-2024
თბილისის N128 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

ამჯერად იქ, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 37 გუნდი მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლის ჩემპიონობა შემდეგმა გუნდებმა  მოიპოვეს:

I კატეგორია (III, IV, V კლასები) - III⁵ კლასი, გუნდი „ირმის ნახტომი", დამრიგებელი მაკა კოპალეიშვილი; V¹ კლასი, გუნდი „მწიგნობრების სათვალე“, დამრიგებელი ნონა არჯევანიძე.

II კატეგორია (VI, VII, V,III კლასები) - VII³ კლასი, გუნდი „ნერდები", დამრიგებელი ციცინო მჟავანაძე.

III კატეგორია (IX, X, XI, XII კლასები) - XI კლასელების ნაკრები გუნდი „2⁷", დამრიგებლები ნინო კვესელაძე, თეა ძაგნიძე, ქეთევან ძნელაძე.

„გამარჯვებულ გუნდებს ვულოცავთ სასკოლო პირველობას და ვუსურვებთ წარმატებებს საქალაქო ასპარეზობაზე“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203