აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას ისე, მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
21 მაისს, სასიამოვნო ფუსფუსი, ჟრიამული სუფევდა სკოლის იდეათეკაში. მოსწავლეებმა სახალისოდ, სასიამოვნოდ შეაჯამეს მიღებული ცოდნა და სწავლა-სწავლება სახალისო პროცესად აქციეს.
ამჯერად, ვიქტორინა მე-6 „ა“ კლასელებისთვის მოეწყო. თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ინტელექტუალურ თამაშს პედაგოგ ინგა ვახანია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: