მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ვიდეოკონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ
23-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ერთვებიან და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.

24 მაისს კი, სკოლის ეკოკლუბის წევრები ვიდეოკონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ და ღირსეული პირველი ადგილი დაიკავეს. 

ნინო გუსეინოვა, ნათია გუსეინოვა, დინარ ახმედოვი 2000 ლარით დასაჩუქრდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები SDGs Awareness Competition- ის დასკვნით ღონისძიებაზე  გამოვლინდნენ, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 

 I ადგილი ფოტო კონკურსში - ციცი ჩხეიძე - ჯილდო 2000 ლარი;

 II ადგილი ფოტო კონკურსში - დავით ხინთიბიძეჯილდო 1000 ლარი; 

 I ადგილი ხელოვნების კონკურსში - თორნიკე ნიშნიანიძე - ჯილდო 2000 ლარი; 

 II ადგილი ხელოვნების კონკურსში - ანასტასია ღლონტი & მარიამ მორჩილაძე - ჯილდო 1000 ლარი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203