ბათუმის N13 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლაში, კურსდამთავრებულთათვის ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ, პედაგოგებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: