ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს და სასკოლო საზოგადოება „იგავების სამყაროში“ ამოგზაურეს
24-05-2024

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი შესაძლებლობებითა და აქტიურობით გამოირჩევიან. 

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. ამჯერად, სასკოლო საზოგადოებას საოცრად ლამაზი და სასიამოვნო დღე პედაგოგ მზია დვალიძის სადამრიგებლო - მე-3 კლასის მოსწავლეებმა აჩუქეს.

მათ სპექტაკლი - „იგავების სამყაროში“ გაითამაშეს, რა დროსაც პატარა მსახიობებმა იგავები შეგონებებითა და სიმღერებით „გააცოცხლეს“. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში ნამდვილი ნიჭის ზეიმი გამართეს. 

სკოლაში მათი ღონისძიება დადებითად შეაფასეს და წარმატებები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203