მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებას უღვიძებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა ისტორიულ მოვლენასა და თარიღს აქტივობები ეძღვნება.
გამონაკლისი 9 აპრილიც არ ყოფილა. მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნულ თემას საინტერესო პროექტი მიუძღვნეს.
პროექტის სლოგანი იყო - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ბავშვებმა, ასევე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაამზადეს „ტიტების გულსაბნევები“. მათ, ასევე გააკეთეს პლაკატები, კედლის გაზეთები, პრეზენტაციები.
ბავშვებმა ტრაგედიის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა მოიძიეს და თანატოლებს წარუდგინეს გმირების უკვდავსაყოფად.
მოსწავლეებმა ასევე, აღნიშნულ დღეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას ლექსები, სიმღერები - „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები: