„პატარა მკითხველები“ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლიდან და მათი საინტერესო აქტივობები
24-05-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, სკოლაში წარმატებით მუშაობს კითხვის კლუბი - „პატარა მკითხველები“, რომელშიც  მე-4, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ერთიადნებიან. 

საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, „პატარა მკითხველების“ წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ნინო გელაშვილმა, ნინო ზედგინიძემ და მარიამ კაპანაძემ.

შეხვედრას ონლაინ ესწრებოდა საბაზისო განათლების პროგრამის ქოუჩი ეკა ტყავაშვილი

შეხვედრის მონაწილეებმა წაიკითხეს ნ.დუმბაძის მოთხრობა „სისხლი“.

„პატარა მკითხველებმა“ წაიკითხეს ტექსტი, იმუშავეს ტექსტის გააზრებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებზე. შეაჯამეს წაკითხული და გამართეს დისკუსია წაკითხულის შესახებ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მონაწილეები გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით.

„ისინი დიდ ინტერესს იჩენდნენ მოთხრობის მიმართ, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მომდევნო შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესო იქნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203