ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ინფორმირებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ზემოთ აღნიშნულის ნათელი მაგალითია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრა.
უფროსკლასელმა მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარუდგინეს უმცროსკლასელებს. პატარებმა კი საინფორმაციო პოსტერი დაამზადეს. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
შეხვედრა მეტად ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: