მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის იყო ევროპელი ავტორების დღისადმი მიძღვნილი აქტივობები.
Vlll, lX, X კლასების მოსწავლეებმა (თეკლა გადრანი - X , თეკლა გადრანი - lX , მარიამ სუბელიანი - Vlll და სალი ცინდელიანი - X კლასი) წაიკითხეს ევროპელი მწერლის ჯორჯ ორუელის ორი ნაწარმოები: „ცხოველების ფერმა“ და „1984“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე, განიხილეს და საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს წაკითხულ ნაწარმოებებზე, ყურადღება გაამახვილეს ნაწარმოებში ასახულ ალეგორიებზე, სახე-სიმბოლოებსა და მათ მნიშვნელობებზე.
მათ ასევე მიაქციეს ყურადღება აფორიზმების დანიშნულებას, გააკეთეს პლაკატები, პრეზენტაციაზე canva-ში იმუშავა IX კლასის მოსწავლემ - თეკლა გადრანმა.
პროექტის ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჯიქია.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: