„არდადეგები 20 ივლისიდან იწყება“... - რამდენ ხანს ისვენებენ ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები
24-05-2024

ორშაბათიდან, 27 მაისიდან საქართველოს სკოლებში პირველკლასელებს დაითხოვენ; სასწავლო წელი უკვე დასრულდა მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დანარჩენი ბავშვებისთვის კი ზაფხული არდადეგები ივნისის 15-დან დაიწყება.

სწავლის დაწყებისა და დასრულების დრო ზოგადი განათლების შესაბ კანონითაა განსაზღვრული და მოსწავლეები სკოლაში 15 სექტემბრიდან დაბრუნდებიან - ასე რომ ჩვენს ქვეყანაში ზაფხულის არდადეგები 3 თვეს გრძელდება.

საინტერესოა, რომდენ ხალნს ისვენებენ მოსწავლეები მოსფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ბრიტანელი მოსწავლეები ზაფხულში 6 კვირას ისვენებენ - არდადეგები 26 ივლისს იწყება და 1-ელი სექტემბრიდან ბავშვები სკოლას უბრუნდებიან; ხოლო შობასა და აღდგომას 2-2 კვირით ისვენებენ; ამას გარდა არსებობს ნახევარტრიმესტული ერთკვირიანი არდადეგებიც - ოქტომბერში, თებერვალსა და მარტში.

გერმანიაშიც 6-კვირიანი საზაფხულო არდადეგებია, ხოლო სასწავლო წლის განმავლობაში არის მოკლევადიანი დასვენებები სხვადასხვა დღესასწაულზე.

ესპანეთის მოსწავლეებს ძალიან ბევრი ნაციონალური დღესასწაული აქვთ, ასევე არის მოკლევადიანი არდადეგები შობასა და ე.წ. წმინდა კვირას; ზაფხულში ბავშვები ისვენებენ 20 ივნისიდან და სექტემბრის შუა რიცხვებში უბრუნდებიან სკოლას - არსებობს მხოლოდ 1 შეზღუდვა - 20 სექტემბრისთვის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაწყებული უნდა იყოს.

იაპონიაში ზაფხულის არდადეგები გრძელდება 40 დღის განმავლობაში - 20 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე. ზამთრის და გაზაფხულის არდადეგები კი 10-10 დღეს გრძელდება, მაგრამ ამ დროს იაპონელი  მოსწავლეები მაინც განაგრძობენ მეცადინეობას - იქ გამოცდები მე-7 კლასიდან იწყება.

ინდოეთში არდადეგები მაისსა და ივნისშია, ივლისის დასაწყისში კი მოსწავლეები სკოლაში ბრუნდებიან, ხოლო შემდეგი არდადეგები დეკემბერში იწყება.

ტაივანში არდადეგები 1 თვეს გრძელდება, პერუში კი მოსწავლეები წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 3 თვის განმავლობაში ისვენებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203