არბოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა წარმატებული სასწავლო წლის ლამაზი დაგვირგვინება
24-05-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს სკოლაში გატარებული პირველი წელი. 

ღონისძიება დამრიგებლის - როზა მელანაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა და ემოციების გარეშე არ დაუტოვებია სასკოლო საზოგადიოების არც ერთი წევრი. 

პატარებმა შთამბეჭდავი წარმოდგენით შეაჯამეს ნასწავლი, გაიხსენეს სახალისო ეპიზოდები, ერთმანეთს მიულოცეს პირველი კლასის დასრულება და წარმატება უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს ბავშვები სიმბოლურად დასაჩუქრდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203