თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანთქება“, ჩატარდა.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ანბანზე ლექსები წაიკითხეს, სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, დაამზადეს ბუკლეტები და პოსტერები. მათ ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ღონისძიება დაამთავრეს სიმღერით - „ქართული ანბანი“, როგორც სკოლაში აფასებენ, სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი.
„სკოლა მადლობას უხდის საგნის მასწავლებელს, უსაყვარლეს პატარებს და მათ მშობლებს თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: