ხელვაჩაურის N1 სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა ართურ კონან დოილის დაბადების დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიუძღვნეს
28-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი, რომლის წევრებიც მხატვრულ ნაწარმოებებს აქტიურად ეცნობიან. 

22 მაისი შოტლანდიელი მწერლის ართურ კონან დოილის დაბადების დღეა.

ამ უნიკალური მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული კლუბის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

მოსწავლეებმა შეხვედრაზე მწერლის შემოქმედებასა და ისტორიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი - შოტლანდიელი მწერალი და ცნობილი დეტექტივის - შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის შემქმნელი გახლავთ. დეტექტიური რომანის ინოვატორი, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეატრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203