სიონის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა
24-05-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ კიდევ ერთი თაობისთვის დაირეკა და 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება დიდი ზარ-ზეიმით დაგვირგვინდა. 

მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი პერანგებით მივიდნენ, რომელიც დღის ბოლოს სასკოლო საზოგადოების ემოციური წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

მოსწავლეობის პერიოდის, დაუვიწყარი ბავშვობისა და საკლასო ოთახში გატარებული დროის გახსენებამ მეტად დასამახსოვრებელი და ემოციური გახადა. 

სასკოლო საზოგადოებამ, ბედნიერი და წარმატებული მომავალი უსურვა ახალგაზრდებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე, წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203