ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე, წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ, საზეიმოდ დაირეკა, დღე ემოციებით აღსავსე და შთაბეჭდილებებით დატვირთლი აღმოჩნდა.
დღეს სიხარულისა თუ სკოლის დასრულებისგან გამოწვეული ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, კურსდამთავრებულებმა, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული შრობისთვის და სკოლასა და კლასელებს დაუვიწყარი მოგონებებისთვის.
სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდების თეთრი პერანგები მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეამკეს და ზღვა ემოციებით გააცილეს სკოლიდან.
იხილეთ ფოტოები: