საზეიმო „ბოლო ზარი“ და დაუვიწყარი ემოციები ახოს N1 საჯარო სკოლაში 
24-05-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებულ წლებზე ისაუბრეს და საყვარელ პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება სიყვარულის, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით მიულოცეს.

„გილოცავთ, ახალგაზრდებო, დღევანდელ უმნიშვნელოვანეს დღეს! გისურვებთ ბედნიერ და წინსვლა-წარმატებებით გაჯერებულ მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203