„ასე გაიზარდნენ ჩვენი პატარები ჩვენთან ერთად“ - თბილისის N198 საჯარო სკოლის ლამაზი დ ამაღელვებელი მილოცვა მე-12 კლასელებს
თბილისის N198 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.
ეს დღე როგორც პედაგოგთა, ასევე კურსდამთავრებულებისთვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მათ, სკოლაში გატარებული წლები შეაჯამეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექცია, მასწავლებლები დიდი სიყვარულით ულოცავენ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრებას და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
„ჩვენს საყვარელ მეთორმეტეკლასელებს ვუსურვებთ დიდ წარმატებას, პროფესიულ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლამ კურსდამთავრებულებს ემოციური ვიდეო მიუძღვნა, სადაც ნაჩვენებია მათი თითოეული წინ გადადმგული ნაბიჯი წარმატებისკენ.
„ასე გაიზარდნენ ჩვენი პატარები ჩვენთან ერთად“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: