თბილისის N61 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ემოციურად და დიდი სიყვარულით გააცილეს.
„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, იწყება ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი. ეს დღე ჩვენთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს ჩვენც თქვენთან ერთად ვიზიარებთ.
გვჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს, დაეუფლება საკუთარ პროფესიას და მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.
გისურვებთ წარმატებებს, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა.
გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: