ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა გააცილეს.
სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა, კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს საყვარელ პედაგოგებს გაწეული ღვაწლისა და შრომისთვის.
ახალგაზრდების თეთრი პერანგები კი, სასკოლო საზოგადოების მისალოცი, ემოციური წერილებითა და საუკეთესო სურვილებით შეივსო.
ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, ემოციურ ფონზე კი, კურსდამთავრებულებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე, წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტოები: