ცაგერის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი, შაშში, მუნიციპალურ შეჯიბრში მონაწილეობდა. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლა ასახელეს.
მოსწავლეები მუნიციპალიტეტის ჩემპიონები გახდნენ.
სასკოლო საზოგადოება მათი წარმატებით ხარობს, ისინი მოსწავლეებს ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.