ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ მასწავლებლები ახალი თაობის განვითარებაზე საძირკვლიდანვე ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელთა მოტივირებას ეთმობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ანბანი დიდი მონდომებით შეისწავლეს, რასთან დაკავშირებითაც საანბანო ღონისძიება გაიმართა. პატარებმა მშობლიურ ენაზე იმღერეს,იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.
იხილეთ ფოტოები: