აფხაზეთის N6 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონფერენცია მიეძღვნა 
27-05-2024
ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მე-9 კლასის მონაწილეობით ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი კონფერენცია - „დამოუკიდებლობის 3 წელი: 1918-21“. 

მოსწავლეებმა დეტალურად მიმოიხილეს დამოუკიდებლობამდე არსებული საერთაშორისო ვითარება, სამხრეთ კავკასიის მდგომარეობა, რუსეთის იმპერიის რღვევის პერიპეტიები და გერმანია-საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის ისტორია.

იმსჯელეს 26 მაისის მნიშვნელობის და ქვეყნის მთლიანობის დაცვის საკითხებზე.

დასასრულს გაიმართა დისკუსია და  სასკოლო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა შეფასებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203