აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ვიზიტის მიზანი სასკოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა იყო, რაც უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ქველმოქმედების ფარგლებში განხორციელდა.
გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - „საპატიო სიგელი“ გადაეცათ, ხოლო წარმატებული მოსწავლეები წარმატებულის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სტუმრებს საპატიო დახვედრა მოუწყვეს, გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო. მათ საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. სკოლაში მასწავლებლებს - ლონდა ღურწკაიასა და ირინა წულაიას, შემოქმედებითი სანახაობის შექმნისათვის, მადლობას უხდიან.
„მადლობა აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ქველმოქმედებისთვის!
საოცარი პოზიტივით აღსავსე დღე და ჩვენი ყოჩაღი ბავშვები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: