ბათუმის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა და ცხოვრების ახალ ეტაპისზე გააცილა.
სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. სასკოლო საზოგადოების სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
ტრადიციულ თეთრ მაისურებში გამოწყობილმა მეთორმეტეკლასელებმა შემოქმედებითი ნომრები გამართეს, საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
სკოლაში მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ ბავშვებო! წარმატებები გქონოდეთ ცხოვრების ყველა ეტაპზე“,- წერს სკოლის დირექტორის მოადგილე ილონა ადამია.
იხილეთ ფოტოები: