ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
დირექცია და პედაგოგები თითოეულ კურსდამთავრებულს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
„კიდევ ერთხელ დაირეკა ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი კიდევ ერთხელ გავაცილეთ სკოლიდან ულამაზესი გოგო-ბიჭები ბედნიერიები, ამაყებო და გახარებულები შევცქეროდით პედაგოგები ჩვენი 12 წლის ნაზარდ-ნანოლიავებ მოსწავლეებს და გული სიხარულით გვევსებოდა დაგლოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო