ბათუმის N22 საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს 
27-05-2024

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელოდებიან. მანამდე კი მომავალ მოსწავლეებს სკოლაში გულთბილად უმასპინძლეს. 

ბათუმის 24-ე საბავშვო ბაღისა და ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის ერთობლივი პროექტის - „გაიცანი შენი სკოლა“ ფარგლებში მოსწავლეები სკოლას ესტუმრნენ, სასკოლო გარემო დაათვალიერეს და მასწავლებლებს გაეცნენ. 

ვიზიტი ბავშვებისთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა, რაც საბოლოოდ სკოლაში მათ ადაპტაციას გაამარტივებს. 

„დიდი მადლობა ბაღისა და სკოლის ადმინისტრაციას“,- აღნიშნავენ პროექტის ფუძემდებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203