„თქვენ ხართ დიდი არმიის ძლევამოსილი ნაწილი...“- izrune.ge-ს პატარა ვარსკვლავების სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოება დაიწყო
26-05-2024

არაერთი წელია izrune.ge „ეტალონთან“ ერთად, დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და სიამაყით ვამბობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.

izrune.ge-მ ასიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა, მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება და ისეთ პროექტებს სთავაზობს, რომლებიც მოსწავლეთა მასობრივი მოტივაციით განათლების საერთო დონის ამაღლებას, ასევე მრავალი კონკრეტული სკოლის წარმატებულ მაგალით(ებ)ზე სასკოლო ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ამის დასტურია „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტიც“, რომლის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მომდინარეობს და რომელსაც ერთგულ იზრუნელებსა თუ მათ მშობლებთან ერთად, საპატიო სტუმრები, izrune.ge-სა და „ეტალონის“ თანამოაზრეები და განათლების სფეროს გულშემატკივრები ესწრებიან.

შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოციები, რომლებიც ღონისძიებაზე მოსულ მოსწავლეებს აქვთ: თითოეული მათგანი წარმატებულია, თითოეული მათგანი გამორჩეულია, თითოეული მათგანი საამაყო „იზრუნელია“...

განათლების, წიგნიერების, მიზანდასახულობის ეტალონია თითოეული მონაწილე, რომელთაც ღონისძიებისა და „ეტალონის“ საგანმანათლებლო პროექტების უცვლელმა წამყვანმა, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორმა, მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური ჩართულობის კვლევისა და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელმა სერტიფიკატები გადასცა და ემოციური სიტყვით მიმართა:

მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ „ეროვნული ღირსება ჩვენი ტრადიციაა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა... ადამიანმა ბავშვობიდან უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს ცოდნა ეფექტურად“.

ბატონმა გოჩამ სიამაყით გაუსვა ხაზი, რომ დღეს izrune.ge-ს ასობით ათასი იზრუნელი და თანამოაზრე ჰყავს: „პირველად 120 იყო, დღეს კი 3500 ოჯახია მთელი საქართველოს მასშტაბით და გვაქვს ამბიცია, მომავალ წელს 100 000 ოჯახი იყოს ჩართული პროექტში. ეს ის პროექტია რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მის ფარგლებს გარეთ გაამართლებს.

გახსოვდეთ - თქვენ ხართ დიდი არმიის ძლევამოსილი ნაწილი... ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მომავალს!“ - გაქნაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა, რომელმაც გამორჩეულ პატარა ვარსკვლავებს სერტიფიკატები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.


„ეტალონის“ გამარჯვებული ლიზი ართმელაძე:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონის“ პროექტები, განათლებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის. ამ პროექტით, ბავშვები დავახლოვდით წიგნებთან, გვინდოდა, ცოდნა გაგვეღრმავებინა. მოტივაცია აგვიმაღლა ამ ყველაფერმა და სწავლასთან დაგვაახლოვა.

ჩემთვის „ეტალონი“ ერთიანობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და ემპათიაა. ძალიან კარგი პროექტია, მეც ვამაყობ და ალბათ მთელი საქართველო… მოუთმენლად ველოდოთ დღევანდელ დღეს, ასე საზეიმოდ რომ გამოგვაცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დიდ ოჯახში გავერთიანდით. ეს არის ჩემთვის ბედნიერი დღე“.

ღონისძიების შესახებ ხატია მარგველანმა, რომელიც პატარა იზრუნელის მშობელია ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სიმბოლურია, 26 მაისს ამ ღონისძიების ჩატარება: „სიმბოლურია დღევანდელ დღეს ეს ღონისძიება, განწყობას ორმაგად გვიმაღლებს. ჩვენ თებერვლიდან ჩავერთეთ izrune.ge-ში და ძალიან მოგვწონს, ყოველთვის ვასწრებთ ყველა ტესტის შევსებას… რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბავშვებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია სერტიფიკატები. დიდი მადლობა izrune.ge-ს“.

ბარბარე ფარცვანიამ კი, თამაკონის საჯარო სკოლიდან, გაგვიმხილა - ერთი სული მაქვს როდის მოვა ხუთშაბათი, ძალიან მიყვარს izrune.ge-ს ტესტების გავლაო.

„სამი წელი სრულდება, რაც ამ პროექტში ჩართულები ვართ. მე არ ვიცი მსგავსი პროექტი თუ არსებობს, ჩემი შვილი ძალინ ნიჭიერია და izrune.ge-მ მნიშვნელოვანი უნარები განუვითარა. ყოველ ხუთშაბათს მობილიზებულია, არ გამორჩეს ტესტირება. დიდ ცოდნას იძენს და დიდი მადლობა თქვენ, ბატონ გოჩას და შემოქმედებით ჯგუფს ამ ყველაფრისთვის. ბედნიერები ვართ რომ izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრები ვართ“, - განაცხადა მადონა გოროზიამ, პატარა იზრუნელის მშობელმა.

აქვე, პროექტის შესახებ:

მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა-განათლების  პროცესში  თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიებით მათივე ოჯახების მასობრივი: ჩართვა/დაინტერესება/წახალისება!

საპრეზენტაციო პროექტი დაფუძნებულია: აღზრდა-განათლების ლეგენდარული „ეტალონის“ პროექტების 17-წლიან წარმატებულ გამოცდილებაზე და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს კრეატიული სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის 7-წლიანი წარმატებული მუშაობის შთამბეჭდავ შედეგებზე. 


ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“

 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203