„იზრუნელობა“ არა მხოლოდ საინტერესოა და შემეცნებითი, არამედ მამოტივირებელიცაა და განათლების პირადი მენეჯერების დამსახურებით, მშობლებმაც ზუსტად იციან, რა მიმართულებით არიან მათი შვილები ძლიერები, ან რა მხრივ სჭირდებათ დამატებითი განვითარება... იზრუნელობა - ეს სტატუსია და დღეს სწორედ ეს საამაყო ბავშვები, izrune.ge-ს პატარა ვარსკვლავები, მშობლებთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური ინიციატივის - „საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის“ პრეზენტაციას ესწრებიან.
ყველაზე მზრუნველი პროექტის ასობით გულშემატკივარი, განათლების სფეროს სპეციალისტები და საპატიო სტუმრები ერთად მსჯელობენ პროექტის მნიშვნელობაზე, მიზნებზე, გეგმებზე...
დისკუსიისას არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა, გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები, გაჟღერდა რჩევები, თუ როგორ შეიძლება izrune.ge-სა და „ეტალონის“ პროექტები გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური.
„დღეს ორმაგი ზეიმია, ჩემთვის როგორ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის. პირველ რიგში გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მახარებს, რომ ახალქალაქის ყველა სკოლა ჩართულია ეტალონის პროექტებში. ჩვენ ვამაყობთ რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ“ - აღნიშნა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა; ნათელა წულაიამ კი, N161 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, რომ სწორედ ამ პროექტის დახმარებით მშობლები შვილებს მეტად დაუახლოვდნენ:
„ჩვენთვის ძალიან მიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტი. პირველ რიგში, სახელმწიფოს გაძლიერებას განათლებული თაობით უნდა ვცდილობდეთ! ეს პროექტი კი ამის გარანტია! გარდა ამისა, მშობლებსა და შვილებს შორის კავშირის გაძლიერებას ხელს უწყობს, მოსწავლეებისთვის განვითარებას საშუალებას იძლევა, გვეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“.
„ახალ ნათებას“, ზურა გაბინაშვილის კომპანიას, გადასცეს თანამოაზრეობის დიპლომი. 2024 წლის საქვეყნო მნიშვნელობის კომპანიის ტიტული:
„მადლობა ამ დაუღალავი შრომისთვის, პატრიარქის ლოცვა კურთხევა გაძლიერებთ, თქვენი ღირებულებები კი გაძლევთ შესაძლებლობას ასეთი ეროვნული საქმე აკეთოთ. ამაყები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ, გისურვებთ წარმატებას… საქართველო გაბრწყინდება!“, - ასე შეფასდა კომპანიისთვის გადაცემული დიპლომი ღონისძიებაზე.
რომელსაც არც კომპანია „კულა“ ჩამორჩა; წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გოჩა ტყეშელაშვილის საქმიანობა დასაფასებელია და მისი ყველა პროექტი ღირსეულად დგას ეროვნულობის, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე.
ემოციური გახლდათ „ტუზმოტორსის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოჭორიშვილის მიმართვა:
„ჩვენთვის დიდი პატივია რომ ამ ზეიმში თქვენთან ერთად ვართ, რაც აქ ხდება დიდი სიამაყეა თითეული ჩვენგანისთვის. ბატონ გოჩას ამ ეროვნულ საქმეში მადლობა. ჩვენი კომპანია ამაყია რომ გიდგათ მხარში და ასე იქნება მომავალშიც“
ხარაულის სკოლის დირექტორმა, მურმან ზაქარიძემ კი პროექტის დამსახურებით ბავშვების სწავლისადმი მოტივაციის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება:
„პირველ რიგში, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა, ბატონო გოჩა, ამ პროექტისთვის. 6 წელია დირექტორი ვარ და დავინახე ბავშვების სტიმული. „ეტალონში“ ჩემმა ბავშვებმა რომ აიღეს 1-ელ ადგილი ძალიან გამიხარდა. კარგ საქმეს აკეთებთ და მადლობა ამისთვის“.
ლადო ასათიანის სახელობის, ბარდნალას საჯარო სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა ლადო ასათიანის სიტყვებით, ყველას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და განაცხადა: „დღეს საქართვ დამოუკოდებლობის დღეა, ყველას გილოცავთ ლადო ასათიანის სიტყვებია - „გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს“!
სამი ჩვენი იზრუნელი გამარჯვებულია რაც ძალიან მეამაყება... ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ, წარმატებებს ვუსურვებ პროექტს, თითოეულ ბავშვს. ღირსებით ევროპისკენ სწრაფვაში“!
ღონისძიების წამყვანმა, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორმა, მოსწავლის აღზრდა-განათლების საკითხებში ოჯახების ეფექტური ჩართულობის კვლევისა და ხელშეწყობის სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის ხელმძღვანელმა სერტიფიკატები გადასცა და ემოციური სიტყვით მიმართა:
„გილოცავთ 26 მაისს - დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების თარიღს. პირველ რიგში, ყველა იმ გმირის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ...
მახარებს, საქართველოში რომ ასეთი ეროვნული მუხტია...
რა შევქმენით: საქართველოში და მსოფლიოში პირველად, ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ოჯახს ეხმარება ჩაერთოს შვილის განათლების პროცესში… ჩვენ თითოეულ მონაწილეს მოვიაზრებთ როგორც საკუთარი ოჯახის წევრს.
izrune.ge-ს აქვს ორი მიმართულება: 1. იდეოლოგიური - ვასწავლოთ ახალგაზრდებს აზროვნება; 2. მეტყველება.
ჩვენი ხედვა გახლდათ, აღგვეზარდა მოაზროვნე თაობა და აქედან გამომდინარე, ახალი პროექტის ფარგლებში, ყველანაირ წინაპირობას შევქმენით, რომ 2025 წლიდან სახელმწიფოსთან დავდოთ ხელშეკრულება და 100 000 ოჯახი ჩავრთოთ izrune.ge-ში.
1000 ოჯახს ყოველწლიური სტიპენდია დაენიშნება თვეში 1000 ლარის ოდენობით და მეამაყება, რომ აქ არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ თავდადება - მათ არ მიგვატოვეს, მხარში გვიდგას საპატრიარქო და ასე მივდივართ ევროპისკენ - ეს ჩვენი გენეტიკური კოდია.
ჩვენი პროექტი ოჯახურ ტრადიციებს და ფასეულობებს აღიარებს!
ჩვენ შემოვიტანთ ტექნოლოგიურ ნაწილს!
განათლება და ღირსება ჩვენი პროექტის სლოგანი იქნება!“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.
პროექტის შესახებ:
მთავარი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა-განათლების პროცესში თანამედროვე, წარმატებით აპრობირებული ტექნოლოგიებით მათივე ოჯახების მასობრივი: ჩართვა/დაინტერესება/წახალისება!
საპრეზენტაციო პროექტი დაფუძნებულია: აღზრდა-განათლების ლეგენდარული „ეტალონის“ პროექტების 17 წლიან ძალზედ წარმატებულ გამოცდილებაზე და მაღალტექნოლოგიური ინტერნეტპლატფორმა izrune.ge-ს კრეატიული სამეცნიერო-შემოქმედებითი გუნდის 7-წლიანი ძალზე წარმატებული მუშაობის შთამბეჭდავ შედეგებზე.
ღონისძიების მხარდამჭერები: „ახალი ნათება“, „კულა“, „ტუზ-მოტორსი“